26 ივნისის აქცია - „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის“აღნი

 2016 წლის 26 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 19:00 სთ-ზე „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) ორგანიზებით რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მიზანი იყო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამცირებლად, რომ მოხდეს დაბალანსებული, მტკიცებულებებზე და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება. 

საპროტესტო აქცია  „მე, ნარკოტიკების მომხმარებელი - არ ვარ კრიმინალი“ საზოგადოებრივი სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში გაიმართა. აქციის მთავარი გზავნილი იყო - არ დასაჯო! აქციის ორგანიზატორებმა სიტყვით მიმართეს მონაწილეებს, რომელთაც დაურიგდათ აქციის ფარგლებში შემუშავებული ლოგოს გამოსახულებით მაისურები. აქციას შეურთდნენ მონაწილეები საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: აჭარა, გურია, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, ქვემო  და შიდა ქართლი. აქციაში სამასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საპროტესტო აქციის ფარგლებში გაიმართა თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც მოხდა ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკის შედეგების დემონსტრირება. აქციის მონაწილე აქტივისტებმა მოძრაობის თეატრთან ერთად მოახდინეს იმ ქმედებების და შედეგების ვიზუალიზაცია, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების წინააღმდეგ რეალურ ცხოვრებაში ხორციელდება. აქციის ფარგლებში გამოქვეყნდა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.

საპროტესტო აქცია ასევე შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას: „მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“ (Support. Don’t Punish), რომელიც აღინიშნება „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. „მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“ არის გლობალური კამპანია, რომელიც მიმართულია უზრუნველყოს ნარკოპოლიტიკა, რომელიც ეფუძნება ჯანმრთელობასა და ადამიანების უფლებებს. კამპანია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ნარკოპოლიტიკის რეფორმას და შეცვალოს რეპრესიული პოლიტიკები და კანონები, რათა ხელი შეეწყოს ადამიანების ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პრევენციულ მომსახურებებზე.

კამპანიის კონცეფციის და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება მოხდა  სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით: https://www.facebook.com/CaRDPGEO/   ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის აქტივისტებისა და მხარდამჭერი ჟურნალისტების დახმარებით კამპანიის გვერდზე განთავსდა ვიდეოები, რომლებშიც როგორც მოქმედმა პოლიტიკოსებმა, ისე საზოგადოებისთვის ცნობადმა ადამიანებმა, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეებმა დააფიქსირეს თავიანთ მოსაზრებები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესახებ.

იხილეთ აქციის ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=WJzUngO7FlE&feature=youtu.be

 

კამპანიის შესახებ სიუჟეტები გავიდა მასობრივი მედია საშუალებების შემდეგ არხებზე:

 

http://rustavi2.com/ka/news/50295

http://1tv.ge/ge/news/view/129378.html

http://www.tavisupleba.org/a/27797446.html

http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=71672&ct=3

http://www.imedi.ge/index.php?pg=nws&id=71694

https://www.youtube.com/watch?v=FYCfU3VLxSI&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=jQZLSiWctQI&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=nv-3y1kvhZk&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=cWSOPcL9JrQ&feature=youtu.be

 

width=960

width=960

width=960

width=960

width=960

width=960

width=960

 

width=960

width=960