კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათვის

ქალთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა დაგეგმა სარვამარტო აქცია, რომელიც საქართველოს 3 ქალაქში გაიმართა (თბილისი, გორი და ზუგდიდი). 5 წევრი ორგანიზაცია ჩაერთო ქსელური აქციის განხორციელებაში. გაიმართა შეხვედრები, ფილმის ჩვენებები და ექიმთან და ვიზაჟისტთან კონსულტაციები. აქციაში მონაწილეობა მიიღო 54-მა ქალმა - აქტიურმა და ყოფილმა მომხმარებლებმა, პრობაციონერებმა და პატიმრებმა.

ამ შეხვედრებმა ცხადყო, რომ ქალი მომხმარებელებისთვის სერვისების ნაკლებობაა. გადაწყდა, დროპ-ინ ცენტრში ქალებისთვის ერთი დღის გამოყოფა.

ჯგუფმა ორგანიზება გაუკეთა ერთობლივ კონფერენციას, რომელიც საფუძვლად დაედო ეროვნულ კამპანიას ნარკოტიკების ქალი მომხმარებლების უფლებებისთვის. მოწვეული და საერთაშორისო ორგანიზაციების მომხსენებლებთან ერთად კონფერენციას მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენელმა, ქალი მომხმარებლებისადმი მიმართული პროექტების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა და თემის წარმომადგენელმა. კამპანიის დაწყება დაემთხვა ადამიანის უფლებების დღეს - 10 დეკემბერს.