იანვარი 2013-ივნისი 2013: გლობალური პროექტების განმახორცილელებელი ცენტრი (გლობალური ფონდი)

პროექტის მიზანია ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებლებს (ნიმ) შორის აივ/შიდსის პროფილაქტიკა და მართვა  ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების გზით. აღნიშნული ხორციელდება შპრიცების დარიგების პროგრამის, ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების ცენტრების,  თანასწორ-განმანათლებელთა მომსახურების, აუთრიჩის საშუალებით. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ახორციელებს აივ/შიდსის გავრცელების პრევენციის პროგრამებს ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებლებს შორის საქართველოს რამდენიმე რეგიონში: თბილისი, თელავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი და სოხუმი. ყველა ზემოთხსენებულ ქალაქში კომბინირებული ცენტრები ფუნქციონირებენ, რომელიც ნიმ-ს შემდეგ სერვისებს აწვდიან:  

  • სტერილური საინექციო საშუალებების დარიგება და ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ-ინფექციაზე, C და B ჰეპატიტებზე და აგრეთვე სიფილისზე; 
  • ცენტრის  ბენეფიციარებს შორის სხვადასხვა ზომის შპრიცების, პრეზერვატივების, საინფორმაციო მასალებისგავრცელება:; 
  • თანასწორთა ინტერვენციების (PDI) საშუალებით ნარკოტიკების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსისა და ნაკლებად სარისკო ქცევის საკითხებზე;
  • ბენეფიციარებისთვის ინფექციონისტის, თერაპევტის, ნარკოლოგის, იურისტის უფასო და ანონიმური კონსულტაციები;

პროექტი ხორციელდება 2008 წლიდან. პროექტის განხორცილების ვადაა 5 წელი.