სამედიცინო ფსიქოლოგიური კავშირი "ნაბიჯი მომავლისკენ"

ორგანიზაციის მისია:

საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:

1)  სხვადასხვა მოწყვლადი პოპულაციების წარმომადგენელთათვის  ფსიქოსოციალური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების შეთავაზების გზით ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარება და უფლებების დაცვა,  მათთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობის ადვოკაცია.

 2) საზოგადოებრივი ცნობიერების  ამაღლება ნარკოდამოკიდებულების და სხვადასხვა თანმდევი ინფექციური დაავადების თავიდან აცილების საქმეში.

 3)აივ/შიდსის  და სხვა  სისხლის გზით გადამდები დაავადებათა პრევენცია. ინფიცირებული პირების და სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების საზოგადოებრივი რეაბილიტაცია და მათი დაცვა დისკრიმინაციული მოპყრობისგან.

ვის ემსახურება ორგანიზაცია / ვინ არიან ბენეფიციარები?

ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკის მქონე და სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირები, ყოფილი მსჯავრდებულები, პრობაციონერები,

აივ/ინფიცირებულები, ჰეპატიტებით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით , ტუბერკულოზით ინფიცირებული პირები და მათი ოჯახის წევრები.დევნილები, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზოუკვლოდ გაუჩინარებული პირების ოჯახის წევრები.

რა სახის მომსახურებები აქვს ორგანიზაციას?

შნპ პროგრამა, ნებაყოფლობითი კონსულტირების და ტესტირების ცენტრი,ფსიქოლოგიური .

დახმარება(ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირება), სოციალური, იურიდიული  და სამედიცინო  უფასო და კონფიდენციალური სერვისები.   საინფორმაციო და სასწავლო ტრენინგები და ბეჭდვითი მასალა, ცე ჰეპატიტის  პაციენტის სკოლა, სოციალური თანხლება „ქეის მენეჯმენტი“ და რეფერალი საჭიროებისამებრ  სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, სატელეფონო ცხელი ხაზი.

2006  წლიდან  ორგანიზაცია არიას ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი და აქტიურად მონაწილეობს ქსელის ფარგლებში განხორციელებულ ყველა აქტივობებში.

2007  წლის  აპრილდან დღემდე ორგანიზაცია გლობალური  ფონდის ,,აივ/შიდსის პრევენციის და კონტროლის ეფექტური განხორციელების მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების გაძლიერება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ/შიდსის გავრცელების პრევენციას (კომპონენტი II  -  ,, შპრიცების გაცვლის“ პროგრამა და ნკტ ცენტრი).

2008 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე ორგანიზაცია  „ ძალადობისგან დაცვის ცენტრის“   რეგიონალურ ოფისთან ერთად ახორციელებდა პროექტს  ,, ქალწამალდამოკიდებულთათვის სერვისების შეთავაზების მოდელი“ (დონორი - ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI)

2009 წელს  ორგანიზაცია ახორციელებდა 6 თვიან საპილოტო პროექტს, ,,ზედოზირების შემთხვევათა“ მართვა ( დონორი ღია საზოგადოების ინსტიტუტი OOSI და OSGF).

2010 წელს ორგანიზაციამ განახორციელა ადვოკაციური  პროექტი: „ სტრატეგიული შეხვედრა ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოში“ (დონორი ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI ).

2010 წელს ორგანიზაციამ განახორციელა 9 თვიანი პროექტი ,,აივ/შიდსის და ტუბერკულიოზის კონტროლი მაღალი რისკის პოპულაციაში და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკაცია (დონორი ITPC  და TIDES ).

2011 წლის 1 იანვრიდან  დღემდე ორგანიზაცია  ახორციელებს პროექტს  ,,უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ფსიქოსოციალური დახმარება“ (დონორი ICRC ).

2010 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე ორგანიზაცია წამალდამოკიდებულ ქალთათვის ახორციელებს პროექტს „ნაბიჯი +“   ( დონორი - ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI ).

2011 წლის 21 ივლისიდან დღემდე ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ C ჰეპატიტთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება შიდა ქართლში“ ( დონორი -  ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI).

2012 წლის დეკემბრიდან დღემდე ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს "ფემინა" ( დონორი -  ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI)

2012 წლის დეკემბრიდან დღემდე ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს "ბილიკი" ( დონორი -  ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI).

გამგეობის თავმჯდომარე, დირექტორი  ქეთევან ბიძინაშვილი

მისამართი:

თელავი, ნინოშვილის ქ.#39

ტელ:  0350 23 24 87; 599 37 02 55, 593 39 93 17.

e-mail - telavi_info@mail.ru

Web - www.nabiji.com