ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი გილოცავთ ახალ, 2019 წელს და გისურვებთ ბედნიერებას!
ა/ო ,,ჰეპა პლიუსი"
ა(ა)იპ “ ჰეპა პლიუსი”- “С”ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტთა პირველი თვითორგანიზაცია
ა(ა)იპ „ჰეპა პლიუსის“ საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს:
- _ “С” ჰეპატიტით ინფიცირებულთა , ნარკოტიკების მომხმარებელთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაჯანსაღების და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
- _“С” ჰეპატიტით ინფიცირებულთა, ნარკოტიკების მომხმარებელთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მათი ცოდნის დონის ამაღლება ადამიანის უფლებების სფეროში;
- _“С”ჰეპატიტით ინფიცირებულთა, ნარკოტიკების მომხმარებელთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მკურნალობა—რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- _აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა;
- _სტიგმის დაძლევა;
- _“С”ჰეპატიტით ინფიცირებულთა, ნარკოტიკების მომხმარებელთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.
ა(ა)იპ „ჰეპა პლიუსის“ საქმიანობის მიმართულებებია:
- _ხელისუფლების და მმართველობის ორგანოებთან, სახელმწიფო, კომერციულ და საზოგადოებრივ, საერთაშორისო და საზღვარგარეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
- _საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, სემინარებსა, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
- _საგანმანათლებლო, საგამომცემლო, მთარგმნელობითი, საინფორმაციო და სარეკლამო საქმიანობის განხორციელება კანონით დადგენილი წესით;
- _დამოუკიდებლად და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კავშირის
- საწესდებო მიზნების მისაღწევად საწარმოების და ორგანიზაციების დაფუძნება
- იურიდიული პირის უფლებით;
- _ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით საკონსულტაციო სამსახურის ჩამოყალიბება;
- _სხვა საქმიანობების განხორციელება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობებით;
ორგანიზაციის მოქმედების გეოგრაფიული არეალია:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვარკეთილის და დიღმის რაიონები.
ორგანიზაციისმიერ განხორციელებული აქტივობები:
- 2011 წლის 26 მარტი - პირველი ქუჩის აქცია“C” ჰეპატიტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით: საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ხორვატიას შორის გამართული საფეხბურთო მატჩი.
მონაწილეობა:
- სხვადასხვა თოქ-შოუებში
- 3 წლიანი სტრატეგიის შემუშავებაში
- პეტიციის შემუშავებაში
- MDM - ის მიერ ჩატარებულ კვლევაში
- ქუჩის აქციებში (ყოველწლიურად ნარკომანიასთან ბრძოლის, ჰეპატიტების, ზედოზირების, “შიდსთან” ბრძოლის საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი)
- ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციისადმი ზშსქ-ის მიერ მიმართულ მუშაობაში
- ციხეებში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის შემუშავებაში
- ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში, რომელიც შეიმუშავებს მკურნალობის პროგრამას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ,,ფონდი-ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
- GHRN-ის , G-CAB - ის, GeNFUD-ის და პლატფორმის ნებისმიერ აქტივობაში.
ორგანიზაციის წევრობა:
- 2011წ. - ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი
- 2012წ. - 2013წ. ზშსქ-ის გამგეობის წევრი
- 2012წ. CCM თან არსებული “C“ ჰეპატიტის მკურნალობა-დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობის სამუშაო ჯგუფის წევრი
- 2013 წლიდან PTF -ის წევრი
- 2013წ. - საქართველოს თემის საკონსულტაციო საბჭოს - G-CAB - ის შექმნის ინიციატორი და სამდივნოს ფუნქციის შემსრულებელი ,,ახალ ვექტორთან ‘’ ერთად
- 2014წ. - GeNFUD - ის გამგეობის წევრი
- 2015წ. -დღემდე ზშსქ-ის გამგეობის წევრი
- 2016წ. სამხრეთ კავკასიის აივ/შიდსის პლატფორმის წევრი
- 2016წ. საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი
მონაწილეობა ტრენინგებში, სემინარებში, საზაფხულო სკოლებსა და კონფერენციებში:
- 2011წ. “C”ჰეპატიტის საადვოკაციო საზაფხულო სკოლა . გრიგოლეთი.
- 2011წ. დოჰას დეკლარაციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა. თბილისი.
- 2011წ. პირველი რეგიონალური კონფერენცია ,,მედიკამენტების ფასწარმოქმნა, ხელმისაწვდომობა და საპატენტო უფლება“. ყირგიზეთი, ისიკყული .
- 2012წ. “C”ჰეპატიტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხელმისაწვდომობისადმი მიძღვნილი რეგიონალური კონფერენცია. თბილისი.
- 2013წ. ზიანის შემცირების პროგრამების საადვოკაციო სკოლა. ქობულეთი.
- 2013წ. საერთაშორისო ზიანის შემცირების კონფერენცია. - ვილნიუსი.
- 2013წ. მედიკამენტების ფასების ფორმირება, ფარმაკომპანიების პოლიტიკა და საადვოკაციო კამპანიების საერთაშორისო გამოცდილება. კიევი.
- 2013წ. ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის მიერ ორგანიზებული სემინარი საქართველოში GF - ის პროექტის რეალიზაციის საკითხებზე. კაჭრეთი.
- 2013წ. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანიისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა. ბულაჩაური.
- 2014წ. “C”ჰეპატიტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხელმისაწვდომობისადმი მიძღვნილი რეგიონალური კონფერენცია. თბილისი.
- 2015წ. 3-4 ნოემბერი- ჰეპატიტის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფთან შეხვედრა. თბილისი.
- 2016წ. 6-8 თებერვალი - “C”ჰეპატიტის III ეროვნული კონფერენცია. თბილისი.
- 2016წ. 23-25 მარტი - აივ/შიდსის V კონფერენცია. მოსკოვი.
- 2016წ. ივნისი - ამერიკული CDC-ის ორგანიზებით გამართული სიმპოზიუმი “C”- ჰეპატიტზე. თბილისი.
- 2016წ. 8-10 ნოემბერი - AFIW- ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი: „კვლევის ჩატარების ტექნიკა თემის მონაწილეობით“. ბიშკეკი.
- 2016წ. 17-19 ნოემბერი - პირველი რეგიონალური საზამთრო სკოლა თემაზე: „ქალების, გოგონების და ტრანსგენდერების უფლებების გაფართოება და ადვოკატირება“. თბილისი.
- 2016წ.17-19 დეკემბერი -სემინარი: „ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოში“. თბილისი.
2013წ. სექტემბრიდან დღემდე ორგანიზაციის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ს/ს ტრენინგებში:
- 2016წ. 21-23 დეკემბერი - ტრენინგი: „თანასწორგანმანათლებელთა ინტერვენციის (თთდპი) განხორციელება საქართველოში.“ ბორჯომი.
- 2016წ. 29-31აგვისტო - ტრენინგი: „ფონდების მოძიება“. თბილისი.
- 2016წ.18-20ივლისი - ტრენინგი: „ადვოკაციური მენეჯმენტი“. თბილისი.
- 2016წ. 20-23 ივნისი - ტრენინგი: „ფინანსური და ორგანიზაციული მენეჯმენტი“. თბილისი.
- 2015წ. 29-31 ოქტომბერი - ტრენინგი „სოც.მუშაკებისა და კონსულტანტების შესრულების/მუშაობის გაუმჯობესება“. ბაკურიანი.
- 2014წ. 23-28მარტი - საიტ-ვიზიტი მობილურ ამბულატორიაზე უკრაინაში. კიევი, ლვოვი.
- 2014წ. 16-19 მარტი - ტრენინგი არასამთავრობო სექტორის მიერ ნარკოდამოკიდებულ ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის შესახებ ჩრდილოვანი ანგარიშის მოსამზადებლად. კაჭრეთი.
- 2014წ. 6-8 მარტი - ტრენინგი: „ზიანის შემცირების პროგრამებში ჩართული ნიმ-ებისათვის ტუბერკულოზის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელშეწყობა“. თბილისი.
- 2014წ. 7-9 თებერვალი - ტრენინგი: მაღალი რისკ-ჯგუფების მოცვა აივ პრევენციული სერვისებით მობილური ამბულატორიების საშუალებით. კაჭრეთი.
- 2013წ. 5-6 დეკემბერი - ტრენინგი: „შემთხვევის მართვა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში.“ ბორჯომი.
- 2013წ. 1-3 ოქტომბერი - ტრენინგი: „თანასწორგანმანათლებელთა ინტერვენციის (თთდპი) განხორციელება საქართველოში.“ ბათუმი.
- 2013წ. 19-21 სექტემბერი - სასწავლო კურსი: „აივ ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება“. თბილისი.
განხორციელებული პროექტები:
- 2011წ. - “C ჰეპატიტი: საზოგადოების ინფორმირებული პასუხისგებლობის ხელშეწყობა“ – OSGF.
- 2011-2012 წელს ,,ჰეპა პლიუსი“ ხდება კავშირ ,,ახალი ვექტორის“ პარტნიორი კოალიციურ პროექტში ,,ზედოზირება: პოლიტიკის განვითარება,ინფორმირება და პროფილაქტიკა.”OSGF .
- 2013 წ.-2014წ. -,,C ჰეპატიტი :პაციენტების მობილიზაცია და მკურნალობის მოთხოვნა“ – OSGF; MDM/
- 2015წ. იანვარი - 2016წ. მარტი - „C ჰეპატიტი: საყოველთაო ხელმისაწვდომობა მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე და პაციენტთა თემის აქტიური ჩართულობა.“ OSGF .
- 2016წ. თებერვალი -ნოემბერი - „ჯანმრთელობა, ფინანსები, მართვა“-აივ/შიდს-ის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება სასომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. USAID.
- 2016წ. ივნისი-დეკემბერი - “ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციის მოდელების განვითარება საქართველოში”- CTC.
- 2013 წ. სექტემბერი - 2016წ. აგვისტო - „ ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისის მიწოდება“ - GF.
მიმდინარე პროექტები:
- 2016 წ. სექტემბერი - დღემდე - „ ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის და მათი სქესობრივი პარტნიორებისათვის აივ პრევენციული სერვისის მიწოდება“ - GF.
ხელმძღვანელი პირები:
გამგეობის თავმჯდომარე: მანანა სოლოღაშვილი - 599 27 10 51;
მისამართი: ქ. თბილისი, ჩუბინაშვილის ქ. #75
ტელეფონი: 032 296 48 78
ორგანიზაციის Fb- გვერდი: Hepa Plus;
ელ.მისამართი: hepaplus@gmail.com, mananasolog@yahoo.com