მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი

„მსოფლიო ექიმები“ (Médecins du Monde) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ახორციელებს განვითარების პროექტებს ზიანის შემცირების, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების,  კონფლიქტების დროს ჰუმანიტარულ დახმარებისა და მიგრანტებისათვის ჯანდაცვის პირველადი სერვისების მიწოდების მიმართულებით.

ორგანიზაციის მთავარი მისაა იმ მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო შეზღუდული აქვთ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

2011 წლიდან „მსოფლიოს ექიმები საფრანგეთი“ - საქართველოს წარმომადგენლობა სათემო ორგანიზაცია „ახალ ვექტორთან“ თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს ზიანის შემცირების მიმართულებით. პროგრამა ერთის მხრივ მიმართულია თბილისში მცხოვრები ინექციური ნარკომომხმარებლებისათვის (განსაკუთრებით კი C ჰეპატიტით ინფიცირებული მომხმარებლებისათვის) და მოიცავს კონსულტაციებს, დიაგნოსტირებას და მეორეულ პრევენციულ ღონისძიებებს (მაგ. ელასტოგრაფია ღვიძლის ფიბროზის დასადგენად) და ასევე სპეციალიზირებული სერვისების მიწოდებას (მაგ. სტომატოლოგიური მომსახურება) ხოლო მეორე მხრივ - ადვოკატირების ღონისძიებების გატარებას ამ ჯგუფისათვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელისაწვდომობის გაზრდისა და ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის კუთხით.

2015 წლიდან ორგანიზაცია „ახალი ვექტორთან“, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონთან" და კლინიკა „ნეოლაბთან“ მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს ზიანის შემცირებასა და თანასწორგანმანათლებელთა მხარდაჭერაზე დაფუძნებულ C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამას ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის, რათა ხელი შეეწყოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში მათ ჩართვას, მკურნალობის პროცესში დამყოლობის გაუმჯობესებას, განკურნებას და მკურნალობის დასრულების შემდეგ, ვირუსით ხელახალი ინფიცირების (რეინფიცირების) შემცირებას.

თბილისი, გუთნის ქ. 46

ტელ: 274 56 77