ა(ა)იპ "აკესო, საერთაშორისო ორგანიზაცია ქალებისთვის"

საერთაშორისო ორგანიზაცია ქალებისთვის "აკესო" შეიქმნა ჩვენი საზოგადოების უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი იმ ქალებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ღრმა კრიზისულ სიტუაციებში - არიან კომერციული სექს მუშაკები; ნარკოტიკების მომხმარებლები. ქალები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის ძალადობის მსხვერპლს წარმოადგენენ და მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფებს - ტუბერკულოზის, "ცე" ჰეპატიტის, აივ-შიდსის და ვენერიული დაავადებების ინფიცირების თვალსაზრისით.

მისია - საქართველოს ქალთა დახმარება უფლაბადაცვითი, სამართებლივი, სამედიცინო, პიროვნული ღირსების აღდგენისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით

"აკესოს" მიზნებია კრიზისულ სიტუაციებში მყოფ (აგრეთვე პატიმარ ან ნასამართლევ) ქალთა
ა) მოზიდვა და დახმარება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) უფლებების დაცვა და ადვოკაცია;
დ) ღირსების და ჯანმრთელობის დაცვა;
ე) ჯანდაცვის სერვისების განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
ვ) სამართებლივი, ჯანმრთელობის, სოციალური და სასჯელაღსრულების შემდგომ პერიოდში საზოგადოებაში რეინტეგრაციის პრობლემატკის გამოვლენა და სტიგმების დაძლება;
ზ) სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნა და განხორციელება, როგორც პატიმრობის პერიოდში, ასევე განთავისუფლების შემდეგ;
თ) მონაცემათა ბაზის შექმნა, დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა, სოციალური დახმარება;
ი) შორის თანასწორი ლიდერების მოძიება, მოზიდვა და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა;
კ) მომუშავე ოფისების ჩამოყალიბება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ლ) სამოქალაქო უფლებების დაცვა

 

ელ.ფოსტა - aceso.geo@gmail.com

თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალი, მე-19 კ. ბ. 33
ტელ - 555 40 04 25.
e-mail - iraklikirtadze@yahoo.com