სინერგია სხვა პროექტებთან

სინერგიის მთავარი მიმართულებები: გენდერული მიდგომების დანერგვა ზიანის შემცირების საქართელოს ქსელში და ეფექტური იმპლემენტაცია როგორც მმართველობის ასევე სერვისების დონეზე, ამ მიმართულებით სახელმძღვანელოების, საუკეთესო პრაქტიკის დოკუმენტების თარგმნა ვებგვერდისათვის (Learning hub).

1)       პროექტების სახელწოდება-რეგიონალური პროექტი „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ!’ მიზანი :

 

  • აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ზიანის შემცირების პროგრამებზე ინვესტიციის საჭიროების ადვოკატირება სამოქალაქო სექტორის, კერძოდ კი ნარკომომხმარებლების თემის გაძლიერებით და მათი უშუალო ჩართულობით.

ამოცანები:

  • ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა ზიანის შემცირების პროგრამების სახელმწიფო (და სხვა დონორების) სტაბილური დაფინანსების მოსაპოვებლად;
  • ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის პოტენციალის გაძლიერება ზიანის შემცირების მომსახურების უზრუნველყოფის ეფექტური ადვოკატირებისათვის;

პროგრამული მიდგომა:

 

  • მტკიცებულებების მოპოვების სინქრონიზაცია;
  • მტკიცებულებეზე დაფუძნებული ადვოკატირების გაუმჯობესება;