ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი გილოცავთ ახალ, 2019 წელს და გისურვებთ ბედნიერებას!
სინერგია სხვა პროექტებთან
სინერგიის მთავარი მიმართულებები: გენდერული მიდგომების დანერგვა ზიანის შემცირების საქართელოს ქსელში და ეფექტური იმპლემენტაცია როგორც მმართველობის ასევე სერვისების დონეზე, ამ მიმართულებით სახელმძღვანელოების, საუკეთესო პრაქტიკის დოკუმენტების თარგმნა ვებგვერდისათვის (Learning hub).
1) პროექტების სახელწოდება-რეგიონალური პროექტი „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ!’ მიზანი :
- აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ზიანის შემცირების პროგრამებზე ინვესტიციის საჭიროების ადვოკატირება სამოქალაქო სექტორის, კერძოდ კი ნარკომომხმარებლების თემის გაძლიერებით და მათი უშუალო ჩართულობით.
ამოცანები:
- ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა ზიანის შემცირების პროგრამების სახელმწიფო (და სხვა დონორების) სტაბილური დაფინანსების მოსაპოვებლად;
- ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის პოტენციალის გაძლიერება ზიანის შემცირების მომსახურების უზრუნველყოფის ეფექტური ადვოკატირებისათვის;
პროგრამული მიდგომა:
- მტკიცებულებების მოპოვების სინქრონიზაცია;
- მტკიცებულებეზე დაფუძნებული ადვოკატირების გაუმჯობესება;