მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - სუბუტექსი (ბუპრენორფინი)

სუბუტექსი არის ბრენდის სახელი, რომლის შემადგენელი ნივთიერება ცნობილია თითქმის 40 წელიწადია, როგორც ბუპრენორფინი. ისევე, როგორც მეთადონი, იგი გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისათვის. მეთადონთან შედარებით ის ნაკლებ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და ამდენად, კიდევ უფრო უსაფრთხოა პერორალური მიღებისას. სუბუტექსი ეს აბებია, რომელიც წამალდამოკიდებულმა უნდა მიიღოს ენის ქვეშ ამოდებით, როგორც ვალიდოლი. იგი თრგუნავს ფიზიკური აბსტინენციის გამოვლინებას, არ გააჩნია მაეიფორიზებელი ეფექტი, საკმარისია აბსტინენციის შესაჩერებლად დღეში ერთხელ მიღებისას.