რა არის ზედოზირება

რა არის ზედოზირება?

ზედოზირება, იგივე ინტოქსიკაცია ხდე­ბა მაშინ, როდესაც ადამიანი იმაზე მეტ ერთი სახის ან კომბინირებულ ნარკოტიკს მოიხმარს, ვიდრე მის ორგანიზმს შეუძლია გაუმკლავდეს. სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას, ზედოზირების სხვადას­ ხვა მახასიათებელი აქვს. ზედოზირების საშიშროე­ბა იქმნება მაშინაც, როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდი არ მოიხმარს ნარკოტიკს და მასთან შემდეგ, ჩვეულ დოზას მიიღებს. ორგანიზ­მის ამტანობა გარკვეული დოზების მიმართ მალე მცირდება, ამიტომ ძველი დოზით ნარკოტიკებთან დაბრუნება შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

ოპიოიდები, ბენზოდიაზეპამები და ალკოჰოლი დეპრესანტებია. ისინი ანელებენ ცენტრალური ნერვული სისტემისფუნქციონირებას,
გულის ცემას და სუნთქვას, რამაც შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. დეპრესანტების ზედოზირებისნიშნებია: გაიშვიათებული სუნთქვა (ან სუნთქვის საერთოდ შეწყვეტა), ხროტინი, დალურჯებული ტუჩები, დეზორიენტაცია დაგონების დაკარგვა. ამფეტამინებით ზედოზირებას ახასიათებს: მკერდის ტკივილი, ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი
ტემპერატურა, გაძნელებული სუნთქვა,ჰალუცინაციები და გონების დაკარგვა.

ხშირად ზედოზირების მიზეზი სხვადასხვა ტიპის ნივთიერებების (მაგალითად ალკოჰოლი და ჰეროინი) შერევა ხდება.

ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების ურთიერთქმედებამ შესაძლოა ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე და მან დატვირთვას ვერ გაუძლოს. ეს კი ზედოზირე­ბის რისკს ზრდის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ადამიანი და­აწვინეთ გვერდულად, გაუთავისუფლეთ პირი და დარეკეთ სასწრაფო დახმარებისსამსახურში. თუ ზედოზირება სტიმულატორე­ბის (მაგ. „ვინტი”, „ჯეფი”) ზემოქმედებისას განვითარ­და, სჯობს დაზარალებულისადმე გრილ და წყნარ ადგი­ლას გადაიყვანოთ. ოპიოიდებით ზედოზირე­ბის დროს, სასუნთქი გზე­ბის გაწმენდის, ხელოვნური სუნთქვისა და გულ­ფილ­ტვის არაპირდაპირიმასა­ჟის გაკეთების შემდეგ პა­ციენტს ვენაში ან კუნთში უნდა გაუკეთდეს ნალოქ­სონის ინექცია. მისი მოქ­მედება მაქსიმუმ საათნახევარს გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი მოქმედების ნარკოტიკის(მეთადონი, ჰეროინი, მორფინი)შემთხვევაში
ზედოზირება შეიძლება განმეორდეს. ნალოქსონი ოპიოიდების საწინააღმდეგოდმოქმედებს. ის აჩერებს სუნთქვისცენტრის დათრ­გუნვას ინექციიდან 2 წუთის განმავლობაში თუ და­ზარალებული არ “გამოფხიზლდა,” შეიძლება განმე­ორებითი ინექცია გახდეს საჭირო.