საინფრმაციო ბიულეტენი # 32

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა“ განაახლა ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო
ბიულეტენის გამოცემა. ბიულეტენი განკუთვნილია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“
წევრთათვის და მისი შინაარსიც ამან განაპირობა: ქსელის წევრ ორგანიზაციებში ჩატარებული
შეხვედრების მიმოხილვა, საერთაშორისო სიახლეები ზიანის შემცირების საკითხებზე, ასევე, თვის
ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ზიანის შემცირების სფეროში. ელექტრონულ ბიულეტენში, იხილავთ
ინფორმაციას „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრი ორგანიზაციების აქტივობების
შესახებ და მომდევნო თვის შეხვედრების ანონსს. საინფორმაციო ბიულეტენი ქართულენოვანია და
ელექტრონული ფოსტით გაეგზავნება „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ორგანიზაციების
წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს.