პრაქტიკული რჩევები

შიდსისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

 

  • ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი პერიოდის მანძილზე;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ

ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;

  • ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
  • თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე.

 

ნარკოტიკების მომხმარებელი შეიძლება იყოს აივ ინფიცირებული, ამიტომ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების შემდეგი წესები:

 

  • ყოველთვის გამოიყენეთ ახალი შპრიცი და ნემსი;
  • ნუ გამოიყენებთ სხვის საინექციო ინსტრუმენტებსა და ჭურჭელს;
  • არ გაიკეთოთ სხვის მიერ მომზადებული, შპრიცით გადმოცემული „წამალი“

 

  • არავის მისცეთ თქვენი ნახმარი შპრიცი-გაუფრთხილდი სხვის ჯანმრთელობასაც;
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ „წამლის“ განაწილებისას თქვენი შპრიცი არ შეეხოს სხვის ნახმარ ინსტრუმენტებს.