ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2014

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს“ - ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა ჩაატარეს საადვოკაციო კამპანია სახელწოდებით - „გადავარჩინოთ სიცოცხლე“.

კამპანიის მიზანს წარმოადგენდა ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ზედოზირების პრევენციასა და მის მართვასთან დაკავშირებით; ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გამყარება როგორც ზედოზირების ისე ნარკოპოლიტიკის სფეროში პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.

კამპანია პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს რვა რეგიონში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ოზურგეთი და ბათუმი.

საადვოკაციო კამპანიის ფარგლებში მოხდა ორი ღონისძიების ორგანიზება.

31 აგვისტოს გაიმართა სოლიდარიბის აქცია - „სიცოცხლის ხეები“, რომლის ფარგლებშიც ყველა რეგიონში პარალელურად მოხდა ხეების დარგვა, ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანთა საპატივცემულოდ. თითო ქალაქში მოხდა 10 ხის დარგვა. თბილისში აქცია გაიმართა დიღმის ტყე-პარკში. აქციას ესწრებოდნენ როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლები, ისე პარტნიორი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქცია ფართოდ გაშუქდა წამყვანი მედია საშუალებების მიერ.

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი გეგმავს აღნიშნულ ხეების დარგვის აქციას მისცეს ყოველწლიური სახე. სამომავლოდ იგეგემება მოლაპარაკებების წარმოება როგორც თბილისის, ისე რეგიონების მერიებსა და მუნიციპალიტეტებთან, ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანთა საპატივცემულოდ თითოეულ ქალაქში სკვერის/პარკის მოსაწყობად და გასახსნელად, ასევე იგეგემბა მემორიალის მომზადება, რომელიც განთავსდება აღნიშნული სკვერებში.

1 სექტემბერს ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების  საერთაშორისო დღის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა ჩაატარა მრგვალი მაგიდა - „ზედოზირება: მიღწეული შედეგები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმოამდგენლები, ისე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და გადაწყვეტილების მიმღები ისეთი პირები, როგორიცაა საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირები.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანება, რომელიც გულისხმობს სამედიცინო პერსონალის მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების გაუქმებას. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრობელმის არსი და ბრძანების ფარგლებში განხორიცელებული ცვლილებების დეტალური მიმოხილვა.

გარდა ამისა მრგვალი მაგიდის ფარგლებში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ზედოზირების სიტუაციური მიმოხილვა, რომელიც ეფუძნებოდა სათემო ორგანიზაცია ახალი ვექტორის ბაზაზე ჩატარებულ სამ კვლევას - კანონმდებლობის კვლევა, სარისკო ქცევის და ზედოზირების კვლევა, ნალოქსონის კვლევა, აღნიშნული პრეზენტაციის ფარგლებში წარმოადგენილი იყო როგორც ძირითადი ტენდენციები ისე გამოვლენილი გამოწვევები და რეკომენდაციები. გარდა ამისა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოამდგენელმა წარმოადგინა გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ზედოზირების კომპონენტი, როგორც ზიანის შემცირების პროგრამების ნაწილი.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრისადმი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისადმი და საქართელოს იუსტიციის მინისტრისადმი გათვალისწინებული საქართელოს ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის მიმართვა. მიმართვის ფარგლებში ხაზგასმული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა, ჯანდაცვის მინისტრის  2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანება, ნალოქსონის შეტანა რეეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში, ასევე ზედოზირების გამომწვევი ისეთი საკვანძო საკითხები როგორიცაა რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. მიმართვის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა წარმოადგინა მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა გატარებაც აუცილებელია როგორც ზედოზირების პრევენციის და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის, ისე რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამცირებლად.

 

მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართული დისკუსიის შედეგად, მოხდა ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებს შორის სამომავლო ერთობლივი გეგმების განხილვა, რომელთა ფარგლებშიც უახლოეს მომავალში დაიგეგმება, შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ წამლის სააგენტოს წარმომადგენლობასთან ნალოქსონის რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურა „112“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა ზედოზირების შემთხვევის მართვასთან დაკავშირებით. ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა პრიორიტეტულად წამოჭრა თემის წარმომადგენელთანარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“-ში ჩართვისა და გაწევრიანების საკითხი

იხილეთ ვიდეო -  31 აგვისტო ზოდოზირების საერთაშორისო დღე 

იხილეთ ვიდეო - მრგვალი მაგიდა - „ზედოზირება - მიუღწეული შედეგები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“