რა არის შიდსი

 

რა არის შიდსი?

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი) მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ინფექციური დაავადებაა. ამ დაავადების დიაგნოზი  პირველად 1981 წელს დაისვა. მან დღემდე  25 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2011 წლის  სტასტისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ ინფექციით მსოფლიოში 34.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

შიდსი დაავადების -აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი) ინფექციის ბოლო სტადიას ეწოდება. ამ დროს დაავადების კლინიკური ნიშნები გამოვლინდება. ის მომაკვდინებელი შეიძლება გახდეს, რადგან აივ ვირუსი ადამიანის იმუნურ სისტემას აზიანებს. შედეგად, ინფიცირებულ ორგანიზმს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური თუ სიმსივნური დაავადება. ინფექციის გავრცელების მასშტაბურობას მისი გადადების გზები განაპირობებს. შიდსი გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და ორალური), სისხლისის გადასხმით, ან  დაინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის თუ სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას, ასევე დედიდან შვილზე მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. შიდსი არ გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით,ხველით, ცხვირის დაცემინებით,კოცნით საყოფაცხოვრებო თუ სოციალური კონტაქტებით და მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

შიდსის ფართოდ გავრცელების მიზეზი , ვირუსის ფარულად განვითარების შესაძლებლობაც არის. აივ ინფექცია ადამიანის
ორგანიზმში მოხვედრისთანავე იჩენს თავს. ის ორგანიზმში შეუმჩნევლად 3 წლიდან 10 წლამდე შეიძლება განვითარდეს, ისე რომ, ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობდეს. ინფიცირების დიაგნოზის დასმა ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია. შიდსი მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, როდესაც იმუნური სისტემა დაზიანებულია. შიდსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ტემპერატურის უმიზეზო მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება, წითელი ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე, სისუსტე, ხანგრძლივი ფილტვების ანთება და ძლიერი ოფლიანობა.