17.02.2012 დროპ-ინ ცენტრი

2012 წლის 17 თებერვალს, საერთაშორისო ორგანიზაციის „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი” ინიციატივითა და ასევე „გლობალური ფონდის”, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” და ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალი ვექტორი” პირველი სრულყოფილი დროპ-ინ ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. „ახალი ვექტორი” ნარკოტიკების მომხმარებელთა პირველი თვითორგანიზაციაა საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ცენტრში საკუთარ ადვოკაციურ საქმიანობას ახორციელებს C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტთა თვითორგანიზაცია „ჰეპა პლიუსიც”. დროპ-ინ ცენტრში მოწყვლადი ჯგუფების  წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი სახის უფასო და კონფიდენციალური

სერვისები:

• ზიანის შემცირების პროგრამა (სტერილური საინექციო მასალები);

• სტომატოლოგიური მომსახურება (ქირურგია, თერაპია);

• ტესტირება/კონსულტირება

(აივ/შიდსი, B და C ჰეპატიტი, სიფილისი).

• კონსულტაციები (ფსიქოთერაპევტი, ზოგადი პროფილის ექიმი).