როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?

 

როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?

ზე­დოზირე­ბის­ დროს

როგორია ოპიოიდებით დოზის გადაჭარბების მახასიათებლები?

• გონების დაკარგვა; • შენელებული სუნთქვა

(წუთში 12 ჩასუნთქვაზე ნაკლები); • მოდუნებული სხეული; • სიფერმკრთალე; • ცივი და წებოვანი კანი; • გალურჯება

(ლურჯდება ტუჩები, თითები); • ღებინება; • შენელებული გულისცემა.

როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს ოპიოიდებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში?

რისი გაკეთება არ შეიძლება:

• არ დატოვოთ ადამიანი მარტო ­ შეიძლება სუნთქვა გაუჩერდეს;

• არ გამოიწვიოთ ღებინება ­ შეიძლება გადასცდეს;

• არ დაალევინოთ წყალი ­ შეიძლება დაეწყოს ღებინება;

• ინექციისათვის არ გამოიყენოთ სხვა ნივთიერება ­ გარდა ნარკანისა (ნალოქსონი).

• თუ ადამიანი უგონოდ არის, შეეცადეთ მის გაღვიძებას. არ მისცეთ ჩაძინების საშუალება;

• დაუყონებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და არ დაუმალოთ ექიმს ზედოზირების რეალური მიზეზი

როგორ უნდა მოიქცეთ დოზის გადაჭარბებისას, როცა ხართ მარტო?

• თუ გრძნობთ, რომ „პრიხოდი’’ ძალიან ძლიერია, შეეცადეთ ოთახში იმოძრაოთ, არ დაწვეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომდაიძინებთ და ყველაფერი გაივლის. გახსოვდეთ ­ ძილი შეიძლება ნელ­ნელა სიკვდილში გადაიზარდოს. მთავარია არ დაიძინოთ!

• გააღეთ ფანჯარა, ისუნთქეთ ღრმად, რომ ფილტვებში ჟანგბადის მიწოდება გაიზარდოს. შეისხით ცივი წყალი, რომგამოცოცხლდეთ. მთავარია გრძნობა არ დაკარგოთ!

• დაურეკეთმეგობარს,ნაცნობს, მთავარია მარტო არ დარჩეთ!

• თუ გრძნობთ, რომ ითიშებით, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ!

• ბინის კარები ღია დოტოვეთ, რათა ექიმმა ან ახლობელმა შემოსვლა შეძლოს თუ გონებას დაკარგავთ!

• თუ ვერავის დაურეკავთ გამოდით ქუჩაში, შეიძლება გამვლელებმა გაგიწიონ დახმარება ან სასწრაფო დახმარება გამოიძახონ.