30.07.2012 თვით-დახმარების ჯგუფების შეხვედრები

2012 წლის 27 აპრილს თვით-დახმარების ჯგუფებმა მოაწყვეს შეხვედრა, სადაც მოხდა ლიდერების იდენტიფიცირება, ჯგუფის მუშაობის წესების განსაზღვრა და შეხვედრების თემატური პროგრამის შემუშავება.   შეხვედრის შედეგად განისაზღვრა თემის გაძლიერების   თემატური პროგრამა, რომელიც მოიცავდა თვით-დახმარების ჯგუფების მონაწილეების მიერ განსაზღვრულ, მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს, როგორიცაა ნარკოპოლიტიკა და კანონმდებლობა,  ზიანის შემცირების კონცეფცია და პროგრამები თემის გაძლიერება, ნარკოტიკების მომხარებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები და რისკები,  ნარკოტიკების მომხამარებლების ინტეგრაცია და რესოციალიზაცია საზოგადოებაში, და სხვა.  მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი  შეხვდერები, რომლებსაც შესაბამისი სფეროს ექსპერტები წარუძღვებიან, მისცემს თემის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აიმაღლონ ცოდნის დონე უფლებრივი, ჯანდაცვის,  თემის გაძლიერებისა  და წამალდამოკიდებულების პრობლემის გადაჭრის  კუთხით .

2012 წლის  მაისში, ივნისში და ივლისსში ,,ახალი ვექტორის’’ ოფისში თვით-დახმარების ჯგუფებმა   თემატური შეხვედრები ჩაატარეს შემუშავებული პროგრამის შესაბამისად ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯგუფის შეხვედრები მიე შემდეგ  თემებს:  როგორ დავაღწიოთ თავი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას, ზედოზირება,  ნაბიჯი სიფხიზლისკენ. თანადამოკიდებულეთა ჯგუფის შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ბავშვები წამალდამოკიდებულის ოჯახში,  თანადამოკიდებულება, როგორც წამალდამოკიდებულების თანმხლები დაავადება,  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ვირუსული ჰეპატიტი და როგორ დავეხმარო ოჯახის წევრს სიფხიზლის შენარჩუნებაში.  ყოფილი მომხმარებლების ჯგუფის მიერ განიხილა შემდეგი თემები: რესოციალიზაცია, საზოგადოებაში რეინტეგრირების საკითხები, როგორ შევინარჩუნი სიფხიზლე და ჩავარდნის პრევენცია. აღნიშნული შეხვედრების  მონაწილეებმა ერთსულოვნად გამოთქვეს კმაყოფილება ზემო-აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში იგეგმება თვით-დახმარების ჯგუფების შემდეგი შეხვედრები.