10.08.2012 თვითდახმარების ჯგუფების შეხვედრები

თვითდახმარების ჯგუფების მეოთხე შეხვედრაზე ნარკოტიკების კონტროლის ისტორია, ნარკოსიტუაცია საქართველოში და მკურნალობა-რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები განიხილეს. ყოფილი მომხმარებლების ჯგუფში წამალდამოკიდებულებასა დათანასწორთა განათლეაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრაზე პირადი ისტორიების მაგალითზე თემში ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მონაწილეებმა „თანასწორი-თანასწორს“ურთიერთობის ფორმა მოიწონეს - “ასეთი შეხვედრა ნაყოფიერია, რადგან არავინ არაფერს გაძალებს და როგორც თანასწორს ისე გიზიარებს მოსაზრებებს”, თქვა ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

თანადამოკიდებულთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა თემაზე - ნარკომანია, როგორც დაავადება და მკურნალობისთვის საჭირო ფსიქო-თერაპიული მიდგომები. ქცევის მოდელების უკეთ გასაგებად, ექსპერტმა ფსიქოლოგმა თანადამოკიდებულები როლურ თამაშებში ჩართო.

 

რისთვის არის საჭირო ზიანის შემცირება? რა ეტაპებს მოიცავს და როგორ ხორციელდება ის საქართველოში? - ამ თემებზე თვითდახმარების მეხუთე შეხვედრაზე ისაუბრეს.

როგორ ვისაუბროთ ოჯახში წამალდამოკიდებულების პრობლემაზე და როგორ დავეხმაროთ წამალდამოკიდებულს? - ეს საკითხები ტანადამოკიდებულებმა საკუთარ მაგალითებზე განიხილეს.

ყოფილ წამალდამოკიდებულთა ჯგუფი, C ჰეპატიტის მკურნალობის გზებსა და პერსპექტივებს გაეცნო.

თვითდახმარების ჯგუფების მეექვსე შეხვედრა სამ საკითხს დაეთმო: კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებები, ფსიქო-რეაბილიტაციის მეთოდოლოგიები და შიდსის პრევენცია - მკურნალობა.   ამით დასრულდა თვითდახმარების ჯგუფების შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებმა, ყოფილმა მომხმარებლებმა და თანადამოკიდებულებმა მიიღეს ინფორმაცია და ცოდნა მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა - წამალდამოკიდებულებისგან თავის დაღწევის გზები, ნარკომოხმარების თანმდევი დაავადებების პრევენციის გზები (შიდსი, ჰეპატიტი), თანადამოკიდებულთა განათლება და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია.