12.10.2012 თემის საადვოკაციო ჯგუფების ტრენინგი ადვოკაციის თემაზე

2012 წლის 10-12 ოქტომბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისდა ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში“,  ფარგლებში,  გაიმართა  ტრენინგი ადვოკაციის თემაზე. ტრენინგის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ თემის საადვოკაციო ჯგუფების წევრები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან: შიდა ქართლიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და აფხაზეთიდან. ტრენინგს უძღვებოდნენ პარტნიორები - საქართველოს ტრენერები. ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება მონაწილეებს საადვოკაციო სტრატეგიის შემუშავებაში.