წამალდამოკიდებულ პატიმართა რესოციალიზაცია

                  

 

24 აპრილსზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ზიანის შემცირებარეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა. მახარე მერებაშვილმა, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის პროექტების მენეჯერმა,  გათავისუფლებულ წამალდამოკიდებულ პატიმართა რესოციალიზაციის საკითხები განიხილა.
შეხვედრას დაესწრნენ უფლებადამცველი და ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე, პროფესიული და მომხმარებელთა თემის, სამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. დაინტერესებულმა მხარეებმა ერთობლივი ინიციატივები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს გათავისუფლებულ წამალდამოკიდებულ პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესებას და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.