ნარკომანიის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა

 „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა 2013 წლის 27 მაისს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ოფისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ნარკომანიის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას.  შეხვედრაზე ლელა სერებრიაკოვამ, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა და ლევან ბარამიძემ, სსიპ ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრეს ნარკომანიის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაზე. შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს ერთობლივი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს წამალდამოკიდებულთა მკურნალობის პირობების გაუმჯობესებას.