შიდსის მსოფლიო დღის ეროვნული კამპანია

 2013 წლის 1 დეკემბერს გაიმართა ეროვნული კამპანია შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. კამპანიის სლოგანი იყო- დავიყვანოთ ნულამდე: ნული ახალი ინფექცია, ნული დისკრიმინაცია, ნული ლეტალობა.   საქართველოს მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: მარიამ ჯაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, არჩილ თალაკვაძე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, ბორის იაროშევიჩი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, თამარ სირბილაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო. პანელურ დისკუსიაზე გიორგი სოსელიამ ისაუბრა არვ მკურნალობის ხელმისაწვდომობის გამოწვევებზე, კოტე რუხაძემ ნარკოტიკების მოხმარებასა და  ეპიდემიის გამომწვევ ფაქტორებზე, ნინო წერეთელმა თემაზე მსმ-ები და სექს მუშაკები, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, ხოლო კატერინა ზეზულკოვამ მიმოიხილა აივ/შიდსი და მიგრაცია. შეხვედრის დასასრულს გაიმართა საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის პროექტის მიერ მომზადებული ფილმის განახლებული მატჩი პრემიერა. საქართველოს რეგიონებში გაიმართა ღონისძიებები შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.