ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

 2013 წლის 4 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. სხდომის თავმჯდომარე იყო იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი. სხდომაზე განიხილეს ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგი პროექტები: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.