აქცია ვარდების მოედანზე

ევროკომისიის პრეზიდნტ ჟოზე მანუელ ბაროზოს ვიზიტთან დაკავშირებით „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა“ - GeNPUD გამართა აქცია საქართველოში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში. აქცია გაიმართა 13 ივნისს 10:00 სთ-ზე ვარდების მოედანზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ -ს მიმდებარე ტერიტორიაზე. სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა.
 
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს საქართველოში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგები, რომელიც  ადამიანების დევნაზე, დასჯასა და მათ იზოლაციაზეა მიმართული.
ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა მიმართეს ევროკავშირის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს, რათა ევროკავშირმა მეტი ზეწოლა მოახდინოს საქართელოს ხელისუფლებაზე, იმისათვის, რომ მათ აღიარონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, მოახდინონ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. მომზადებულ იქნა სპეციალური მიმართვა ევროკომისიის პრეზიდენტის სახელზე, რომელიც ჩაბარდა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.