უფლებათა დარღვევების დოკუმენტირების ტრენინგი

 2014 წლის 1-2 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისმტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოშიფარგლებში გაიმართა უფლებათა დარღვევების დოკუმენტირების ტრენინგი. ტრენინგის მიზნობრივ ჯგუფ წარმოადგენდნენ თემის საადვოკაციო ჯგუფების წევრები თბილისიდან და შემდეგი რეგიონებიდან: შიდა ქართლი,კახეთი,იმერეთი,სამეგრელო,აჭარა და ქვემო ქართლი.
 ტრენინგი მიზნად ისახავდა უფლებათა დარღვევების დოკუმენტირების მექანიზმის შემუშავებას და დანერგვას წამალდამოკიდებულთა უფლებების დარღვევების მონიტორინგისა და მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევისთვის. ტრენინგის მონაწილეებს შეუძლიათ მიღებული გამოცდილება გაუზიარონ საკუთარ ორგანიზაციებს და დანერგონ უფლებათა დარღვევების დოკუმენტირების ერთიანი მექანიზმი.