C ჰეპატიტის კამპანიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

 4-5 ივლისს კაჭრეთში, გაიმართა სამუშაო ჯგუფის  შეხვედრა, სადაც დაიგეგმა 2014 წლის C ჰეპატიტის კამპანია. კამპანიის მიზანია C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნა. კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობას იღებდენენ პაციენტთა საკონსულტაციო საბჭოს (GeCAB) და ზიანის შემცირების ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც C ჰეპატიტის სფეროში ახორციელებენ მიმდინარე პროექტებს. კამპანიის დაგეგმვა მოხდა მიზნების, აუდიტორიის, გზავნილებისა და მოწოდებების ფორმირებით, კამპანიის ძირითადი კომპონენტების იდენტიფიცირების და ამ კომპონენტების განხორციელების ჯგუფებში დაგეგმვის შედეგად.

 

 მიმდინარე წლის კამპანიის ფოკუსი მიმართულია სახელმწიფო ორგანიზებისთვის მხარდაჭერის გაწევისკენ, რათა მათ მოახდინონ პროგრამის დროული და ეფექტური განხორციელება დისკრიმინაციის გარეშე და უფასოდ შესთავაზონ პაციენტებს მკურნალობა, როგორც არსებული სქემებით, ისე ახალი პრეპარატებით. კამპანიის მეორე მიმართულებაა კერძო სტრუქტურებზე ზემოქმედება მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით (ფარმაკომპანიები, სადაზღვევო, კლინიკები და ა.შ.). წლევანდელი კამპანიის ფარგლებში მნიშვნელოვანია პაციენტთა მკურნალობაზე განათლებისკენ მიმართული ღონისძიებები. კამპანია დაგეგმვის ეტაპზეა და დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება.