ნარკოპოლიტიკა, ადამიანის უფლებები და ქართული რეალობა გაეროში

 ნარკოპოლიტიკა, ადამიანის უფლებები და ქართული რეალობა გაეროში

 

ბლოგ-პოსტის ორიგინალი გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე, ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის ვებ გვერდზე: 

 http://harm-reduction.org/blog/drug-policies-human-rights-and-georgian-reality-united-nations

16 ივლისი, 2014

ეკა იაკობიშვილი, ადამიანის უფლებათა პროგრამების მენეჯერი, ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელი

 

გასულ კვირას გაეროს ორმა სხვადასხვა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშები ადამიანის უფლებების შესახებ. სხვა მრავალ კითხვას შორის რომლითაც კომიტეტების წევრები დაინტერესდნენ იყო კითხვები ნარკოპოლიტიკისა და ადამიანის უფლებების, ფულის გამოძალვისა და პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების შესახებ იმ პირთა მიმართ რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

რამდენადაც საქართველოს მთავრობა ცდილობდა სრულყოფოლად და ამომწურავად ეპასუხა დასმული კითვხებისათვის, რიტორიკული განცხადებები და ზოგადი დაპირებები კვლავაც სტოვებდა შთაბეჭდილებას რომ საქართველო როგორც ქვეყანა, კვლავაც შორს არის ადამიანის უფლებების იმპლემენტაციისგან ნარკოპოლიტიკის ჩარჩოებში.

ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტში განხილვისას სხვა მრავალ საკითხთან ერთად წამოიჭრა ისეთი საკითხები როგორიცაა ქალთა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ჯანდაცვაზე თანასწორი ხელმისაწვდომობა ციხეთა სისტემაში (ჩანაცვლების თერაპიის ჩათვლით). ამასთან ცხადი გახდა რომ სახელმწიფო კვლავაც არაკომფორტულად გრძნობს თავს ღიად განაცხადოს იმ ნაკლოვანებების შესახებ რომლებიც არსებობს სისტემაში. მაგალითად, საქართველოს სასჯელღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ქ-ნი ქრისტესაშვილის განცხადებით ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არის 13 ქალი რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, აგრეთვე 43 რომლებიც ‘შეიძლება პოტენციურად მოიხმარდნენ’ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნარკოტიკულ საშუალებებს. ‘ის ქალი ნარკოტიკების მომხმარებლები რომლებიც გამოხატავენ სურვილს მონაწილეობა მიიღონ ჩანაცვლების თერაპიის პროგრამაში, დაწესებულების ადმინისტრაციისა და სამინისტროს დახმარებით ხდება მათი ტრანსპორტირება სამოქალაქო ცენტრებსა და დაწესებულებებში სადაც ისინი იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც ასეთის საჭიროება დადგინდება’ - შენიშნავს მინისტრის მოადგილე. აღნიშნული ეწინააღმდეგება არსებულ პრაქტიკას ქვეყანაში, როდესაც არსებული კვლევები და გამოკითხვები ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებთან ადასტურებს რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნისას თუ მათთვის ე.წ. მეტადონის მიწოდების საჭიროება დადგინდებოდა, მათი ტრანსპორტირება ხდებოდა მამაკაცთა სასჯელარსრულების დაწესებულებაში მხოლოდ შესაბამისი მედიკამენტების მისაღებად. ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელმა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა მოამზადეს ერთობლივი ანგარიში ქალთა უფლებებსა და ნარკოპოლიტიკაზე საქართველოში[1] და ზეპირი გამოსვლისას კომიტეტის არაფორმალურ სხდომაზე 7 ივლისს კვლავაც წამოწიეს ქალი ნარკოტიკების მომხმარებლების პრობლემები.

 იმდენად რამდენადაც რეალური სურვილი ან განცხადება ქვეყნის ნარკოპოლიტიკის სრულყოფილად გადახედვის შესახებ სახელმწიფოს მიერ კომიტეტის სხდომის მსვლელობისას არ გამოხატულა, საქართველოს მთავრობა შეეცადა საკუთარი პასუხები მეტწილად მოექცია იმ ჩარჩოებში რომლის შემუშავებაც მიმდინარეობს ქვეყანაში. ამ კუთხით, მაგალითად კონკრეტული დაპირებები იქნა მიცემული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რომ ისინი გადახედავენ ზედოზირების შესახებ არსებულ პოლიტიკას და სამართლებრივ რეგულაციებს 2014 წლის ბოლომდე.[2]

კითხვები ზიანის შემცირების პროგრამების გენდერული ასპექტების, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მომხმარებელთა ორსულობის თაობაზე თითქმის მინავლდა იმ გლობალურად პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში რომელსაც ყურადღება მიაპყრო გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა 10-11 ივლისის კომიტეტის 111-ე სხდომაზე. მიუხედავად იმისა რომ კითხვებს ზოგადი ნარკოპოლიტიკის შესახებ საქართველოში პასუხობდა განახლებული დელეგაცია (ორ სხვადასხვა კომიტეტში საქართველოსგან წარგზავნილ იქნა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დელეგაცია: 1. ქალთა საკითხებზე; 2. პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებების საკითხებზე) უფრო მეტად ინფორმირებული და მომზადებული ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რთული გახლდათ გარეშე დამკვირვებლისათვის იმის შენიშვნა თუ რამდენად შეესაბამებოდა ღია პასუხები პრობლემატურ თემებზე ნარკოპოლიტიკის, სისხლის სამართლის პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების შესახებ და მათი რიტორიკული ხასიათი იმ რეალურ და პრაქტიკულ სახეცვლილებას რომელიც არსებითად საჭიროა საქართველოს ახლო მომავალში.

ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან ერთად აკვირდებოდა კომიტეტის სხდომას და სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ინტერაქციას რომლის ფარგლებში გამოსვლისასაც კიდევ ერთხელ წამოწია დრაკონული ნარკოპოლიტიკის გავლენა ადამიანის უფლებებზე საქართველოში, და რის საფუძველზეც კომიტეტმა მოამზადა კითხვები  სახელმწიფოსათვის.

მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს მიერ არ მომხდარა არცერთი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის უარყოფა ნარკოპოლიტიკის სფეროში, საქართველოს მთავრობამ კვლავაც ერთხელ, მტკიცედ განაცხადა რომ ის მხარს უჭერს მკაცრ ნარკოპოლიტიკას, იმ განსხვავებით რომ აუცილებლად მიაჩნია ადამიანის უფლებების ინკორპორაცია და შესაბამისი სოციალური-სამედიცინო სერვისების განხორციელება ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისათვის. ამ კუთხით დელეგაციის წევრებმა შენიშნეს რომ საქართველო არის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე, და აღნიშნული დაიწყო იმ პოლიტიკური ამნესტიით რომელიც გამოიცა 2012 წელს ახალი ხელისუფლების (პოლიტიკური ძალის) ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აგრეთვე განაცხადა რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა რომელიც შემოღებულ იქნა წინა ხელისუფლების მიერ უკვე აღმოიფხვრა ყველა სფეროში გარდა ნარკოპოლიტიკისა და შენიშნა რომ საჭიროება ცვლილებისა არსებობს თუმცა კონკრეტული ცვლილებების დაზუსტებას აღნიშნულს არ მოჰყოლია.

რას ველოდოთ:

ორივე კომიტეტის (ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ და ადამიანის უფლებების შესახებ) რეკომენდაციები ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ 2014 წლის ივლისის ბოლოს. ამასობაში კი აუცილებელია საქართველომ შეიმუშაოს მექანიზმი რომელიც უზრუნველყოფს იმ ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენციას რომელსაც განიცდიან პირები რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს, მათი ოჯახის წევრები და სხვა ახლობელი ადამიანები. სახელმწიფომ უნდა შეაფასოს ის ეფექტები რომელიც განხორციელებულმა ნარკოპოლიტიკამ გააჩინა როგორც საზოგადოებაში, ასევე კონკრეტული პირების მიმართ. აღნიშნული ნაბიჯებით საქართველოს მთავრობას აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი თავდადება ადამიანის უფლებების აპლიკაციაზე ნარკოპოლიტიკის სფეროში – რაც აგრეთვე არაერთგზის იქნა გაჟღერებულ გაეროს კომიტეტების სხდომებზე.

 

ამასთან უნდა შეინიშნოს რომ იმ ორგანიზაციების როლი რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ ზიანის შემცირების თუ ფართო ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, კიდევ უფრო სასიცოცხლო ხდება იმისათვის რომ რეალური ცვლილება იქნას მიღწეული ჰუმანიზმის და ღირსების . პატივისცემაზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის მისაღწევად.