2014 წლის 28 ივლისს ჩვენ ავირჩიეთ სიცოცხლე

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. წლევანდელი კამპანია კვლავ სახელმწიფო ორგანოებზეა მიმართული, ვინაიდან, ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა არ არის საკმარისი სიცოცხლისათვის. კერძოდ, პაციენტებისთვის შეთავაზებული ფასდაკლების პროგრამა არ არის ის არჩევანი, რომელიც პაციენტს სიცოცხლის საშუალებას მისცემს. ამიტომ 2014 წლის 28 ივლისს ჩვენ ავირჩიეთ სიცოცხლე. როგორც ფოტოებზე ნახავთ მოეწყო იმიტირებული არჩევნები საქართველოს 6 ქალაქში, სადაც პაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა შემოხაზეს C ვარიანტი და ხმა მისცეს სიცოცხლეს. ზაფხულის სიცხის მიუხედავად ამომრჩევლის აქტივობა შთამბეჭდავი იყო. 1 საათზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში ხმა მისცა 1658 ამომრჩეველმა და ამით მთავრობას უკარნახა საკუთარი ნება, რომ მკურნალობა უნდა იყოს პაციენტისთვის უფასო. ამას გარდა საქართველოს 4 ქალაქში გაიმართა მრგვალი მაგიდა და რამდენიმე შეხვედრა პაციენტებთან. მომზადდა საინფორმაციო და პრომო მასალა. მედიამ ტრადიციულად ფართოდ გააშუქა კამპანია - 16 სიუჟეტი, ჩართვა, ტოკშოუ, პუბლიკაცია და ა.შ. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც აღნიშნა ეს დღე საპატიმროებში საინფორმაციო მასალის გავრცელებით  და ღონისძების მოწყობით. საარჩევნო ატრიბუტიკა გვათხოვა ცესკომ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

 იხილეთ კამპანიის ფარგლებში გადაღებული სოციალური ვიდეორგოლი - youtube