ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი გილოცავთ ახალ, 2019 წელს და გისურვებთ ბედნიერებას!
2013-2017 : გლობალური პროექტების განმახორცილელებელი ცენტრი (გლობალური ფონდი)
გლობალური ფონდის პროგრამა : „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ GEO-H-NCDC
თანხის ძირითადი მიმღები : დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
პროექტის სახელწოდება - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება - ხორციელდება 2006 წლიდან დღემდე. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ამ ეტაპზე ანხორციელებს აღნიშნულ პროექტს უკვე არსებული 14 სერვის ცენტრის მეშვეობით, ძირითადად 11 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, სამტრედია, ოზურგეთი, ფოთი, სოხუმი, რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი და თელავი - და მობილური ამბულატორიების საშუალებით სერვისების მიწოდება ხდება ქვეყნის 65 ქალაქში.
ზიანის შემცირების პროგრამის სერვის ცენტრებში შესაძლებელია შემდეგი სერვისების უფასოდ და ანონიმურად მიღება:
· სტერილური საინექციო აღჭურვილობა: შპრიცები, ნემსები, კონდომები, საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები, პრეპარატი ნალოქსონი;
· ნარკოტიკებისინექციურიმომხმარებლებისპრე და პოსტ კონსულტირებადატესტირებააივინფექცია/შიდსზე, ასევე ტესტირება B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე;
· საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თანასწორებისათვის;
· ნარკოტიკების მომხმარებლების ინდივიდუალური შემთხვევების მართვის და სოციალური თანხლება;
· სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტების (თერაპევტი, ქირურგი, ნევრიპათოლოგი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი, სგგი სპეციალისტი, უროლოგი), ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები;
· ქალი მომხმარებლების ინფორმირება ნარკოტიკის ინექციურ მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე, საჭირო სამედიცინო და იურიდიული კონსულტირების შეთავაზება, ქალებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდება;
· ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სკრინინგი ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენის და ტუბ. სპეციალიზებულ დაწესებულებებში დროული რეფერირების მიზნით. აგრეთვე, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებთან საგანმანათლებლო მუშაობა ტუბერკულოზის პრევენციის და დროული დიაგნოსტიკის საკითხებზე;
· თბილისის სერვის ცენტრებში ქალი მომხმარებლებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შესაძენად გათვალისწინებულია სპეციალური კურსები (თექა, მინანქარი, ხატვა, ქსოვა, კერვა);
· 2015 წლის ნოემბრიდან სერვის ცენტრები ახორციელებენ მობილური ამბულატორიების საშუალებით ნიმ-ების და მოსახლეობის ტესტირებას აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე. ტესტირება ხელმსიაწვდომია ქვეყნის 10 რეგიონში, 55 ქალაქში:
2015 წლის ნოემბრიდან „ზიანის შემცირების საქართვეელოს ქსელი“ ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ანხორციელებს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების და მოსახლეობის უფასო სკრინინგს აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე. 2016 წლის ბოლომდე მობილური ამბულატორიების მეშვეობითტესტირება ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის 10 რეგიონის 55 ქალაქში:
· ა(ა)იპ „ახალი გზა“- ქუთაისის სერვისცენტრი : ქუთაისი,ხონი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა, ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაული, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, ზესტაფონი;
· ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია„ქსენონი“- ზუგდიდის სერვისცენტრი:-ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, სენაკი, აბაშა, ხობი, მარტვილი, ფოთი;
· ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“-თელავის სერვისცენტრი-თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, საგარეჯო;
· ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“-გორის სერვისცენტრი-გორი, ქარელი, ხაშური, კასპი, ბორჯომი;
· ა(ა)იპ „ახალი ვექტორი“- რუსთავის სერვისცენტრი -რუსთავი, წალკა, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, მარნეული;
· ა(ა)იპ „კავშირი „იმედი“- ბათუმის სერვის ცენტრი-ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, სარფი, გონიო, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;
· ა(ა)იპ„ახალი ვექტორი“ -თბილისის სერვისცენტრი და ა(ა)იპ„ახალიგზა“-თბილისის სერვისცენტრი-პროექტის ფარგლებში თავის აქტივობებს განახორციელებენ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, თბილისის მიმდებარე ტერიტორიები.
რეზიუმეები ( CV )
ადმინისტრაცია
სუბ.კოორდინატორები
კამარა
............................................................................................................................................................................................................................
ხელშეკრულებები
29 დეკემბერი 2015 ( ნაწილი 2 )
.................................................................................................................................................................................................................................
2014 - 2015
contracts - sub-01-06.2016
ახალი ვექტორი 1 ახალი ვექტორი 2
ნაბიჯი მომავლისაკენ 1 ნაბიჯი მომავლისაკენ 2
contracts - sub-07-08.2016
contracts - sub-09-12.2016
contracts - sub-01-12.2017
ა(ა) იპ “ახალი გზა“
ქ.თბილისი - მის: მ.კოსტავას ქ. N 46/50; ტელ: 0995 599 10 28 76;
ქ.ქუთაისი - მის: პუშკინის ქ. N 10; ტელ: 0995 5 93 31 48 10;
ქ.სამტრედია -მის: რესპუბლიკის ქ.#5; ტელ: 0995 5 58 27 86 83;
ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“
ქ.გორი - მის: ბესიკის ქუჩა N 3/6; ტელ: 0995 599 37 02 55;
ქ.თელავი - მის: ნინოშვილის ქ N 39; ტელ: 0995 593 39 93 17;
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია„ქსენონი“
ქ.ზუგდიდი - მის: პეტრე უბერის ქ. N 1; ტელ: 0995 599 71 97 57;
ა(ა)იპ ,,ახალი ვექტორი”
ქ.თბილისი - მის: მცხეთის ქ. N 9; ტელ: (32) 2 23 28 93;
ქ.რუსთავი -კოსტავას ქ. N 8; ტელ: 0995 5 95 93 09 59;
ა(ა)იპ „კავშირი იმედი”
ქ.ბათუმი - მის: გორგილაძის ქ. N 66; ტელ: 0995 5 93 39 05 08;
ა(ა)იპ „განათლების ეროვნული განვითარების, სოციალური რეაბილიტაციისა და ისტორიული ღირებულებების დაცვის ასოციაცია ,,ორდუ”
ქ.ფოთი - მის: ბ. კოკაიას ქ. N 39; ტელ: 0995 5 77 45 45 95;
ა(ა)იპ „საერთაშორისო ორგანიზაცია ქალებისათვის „აკესო“
ქ.თბილისი - მის: პეკინის ქ. N 11; ტელ: 0995 5 55 40 04 25;
ა(ა)იპ „ჰეპა პლიუსი“
ქ.თბილისი - მის: ჩუბინაშვილის ქ. N 75; ტელ: 0995 5 99 27 10 51;
ა(ა)იპ „ფენიქსი 2009“
ქ.ოზურგეთი -მის: 26 მაისის ქ. N 1ა; ტელ: 0995 5 99 11 64 01;
ა(ა)იპ „ზ.დანელიას სახელობის კავშირი თანადგომა“- სოხუმის ცენტრი
ქ. თბილისი - მის: არაგვის ქ. N 5; ტელ: 0995 5 99 54 35 33;
ქ. სოხუმი - მის: ეშბას ქ. N 164.