ქსელის ისტორია

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი 2006 წელს დაფუძნდა. ამჟამად ქსელში გაერთიანებულია 26 წევრი ორგანიზაცია საქართველოს 11 ქალაქიდან.ქსელში გაერთიანებულია ორგანიზაციები,რომელთა უშუალო საქმიანობის სფერო ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ და მომიჯნავე საკითხებს ეხება.ქსელის თითოეული ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მათი საქმიანობის ნაწილია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება.

 

 ქსელის წევრი ორგანიზაციები ერთიანდებიან ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების იდეის გარშემო და ახორციელებელ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა : აივ/შიდსის B,C,ჰეპატიტების და სისხლით გადამდები და სხვა ინფექციების გამოვლენა და მკურნალობა,კონსულრტირება,უსაფრთხო ინექციაზე და სქესობრივ ცხოვრებაზე საინფორმაციო მასალისა და საშუალებების გავრცელება,ნარკოპოლიტიკაზე ზემოქმედება,უფლებების ადვოკატირება და თემის გაძლიერება.ქალი მომხმარებლების უფლებების დაცვა,ზედოზირების პრევენცია,წევრი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა.

 

მისია, ფასეულობები და საქმიანობის მიზნები

 

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხედვაა - ქვეყანა, სადაც  ნარკოტიკების მოხმარება განიხილება, როგორც  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და არა დამნაშავეობასთან ბრძოლოს საკითხი; ხოლო ნარკომომხმარებლებს ხელი მიუწვდებათ ჯანმრთელობის დაცვის,  მათ შორის ზიანის შემცირების სერვისებზე; აქვთ შესაძლებლობა იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და სრულად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი.

ქსელის წევრებს სწამთ, რომ ზიანის შემცირება არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ემსახურება ინფექციების (აივ, ბ და ც ჰეპატიტები, ტუბერკულოზი, სგგი) გავრცელების პრევენციას და  ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილობის შემცირებას.

ქსელის მისიაა გააერთიანოს და გააძლიეროს ზიანის შემცირების სფეროში მოქმედი ორგანიზაციები და თანამოაზრეები;  შექმნას ერთიანი ეროვნული პლატფორმა ზიანის შემცირების პოლიტიკის და პროგრამების ეფექტური განხორციელებისა და ადვოკატირებისათვის.

ქსელი აღიარებს და პატივს სცემს ჰუმანიზმის, ტოლერანტობის, პარტნიორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.  ქსელს სწამს, რომ ყოველ ადამიანს აქვს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უფლება და გააჩნია პოტენციალი სარგებელი მოუტანოს საკუთარ თავს და საზოგადოებას.

ქსელის მუშაობა ეფუძნება სამ ძირითად მიმართულებას:

1.      პოლიტიკის ადვოკატირება - მტკიცებულებებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის გატარება

ამ მიზნით ქსელი ახორციელებს კვლევებს, ცნობიერების ამაღლებას, აწარმოებს საადვოკაციო კამპანიებს და დიალოგს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან; თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.

2.      სერვისების მიწოდების ორგანიზება და განვითარება - ზიანის შემცირების  სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

ზიანის შემცირების სერვისებს უპირატესად ქსელის წევრი ორგანიზაციები ახორციელებენ. ასეთი პროგრამების ფარგლებში ქსელი ხელს უწყობს ზიანის შემცირების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ უწყვეტობას, ხარჯთეფექტურობას და მიწოდების გეოგრაფიის გაფართოებას. ასევე სერვისების მიწოდებისთვის დაფინანსების მოზიდვის სირთულის გათვალისწინებით, ქსელის წევრები ერთიანი ძალებით ცდილობენ ამ მიმართულებით ფონდების მოპოვებას.

3.      წევრების შესაძლებლობების გაძლიერება   - ძლიერი ორგანიზაციები ქმნიან ძლიერ ქსელს

ქსელი ხელს უწყობს წევრი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიმართულებით  ქსელი ახორციელებს წევრი ორგანიზაციების საჭიროებათა გამოვლენას, შესაბამისი პროფესიული ცოდნის, უნარებისა და  ორგანიზაციული მართვის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებას, სწავლებისა და საკონსულტაციო მომსახურების ორგანიზებას. იმავდროულად ქსელი კოორდინირებას უწევს წევრ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლას და ეხმარება მათ პარტნიორული თუ კოალიციური საპროექტო იდეების გამოვლენაში.

ქსელის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ძირითად სამუშაო პრინციპებს:

·         წევრ ორგანიზაციებს შორის ურთიერთპატივისცემა;

·         ქსელის საქმიანობაში წევრთა პარიტეტული ჩართულობა;

·         წევრ ორგანიზაციებს შორის კოორდინირებული მუშაობა;

·         გადაწყვეტილების მიღება დისკუსიითა და კონსენსუსით;

·         საქმიანობების, შედეგების  და  ბიუჯეტის გამჭირვალობა;

·         ქსელის აღმასრულებელი რგოლის ანგარიშვალდებულება

 წევრი ორგანიზაციების მიმართ;

 ·         საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;

 ·         მზაობა სტრატეგიული პარტნიორისადმი;

 

ქსელის სტრუქტურა

 

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის უზენაესი ორგანოა წევრთა საერთო კრება.

ორგანიზაციას ხელმძღვანელობს საერთო კრების მიერ არჩეული გამგეობა.

ქსელის გამგეობა წარმოადგენს მმართველ ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს ქსელის პოლიტიკას (მისია, სტრატეგია, პარტნიორობა, ახალი წევრების მიღება, მართვის პრინციპები და პროცედურები) და უზრუნველყოფს მეთვალყურეობას მის  განხორცილებაზე.

გამგეობის მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი მართავს ქსელის სამდივნოს ყოველდღიურ მუშაობას, ახორციელებს ოპერაციულ დაგეგმარებას, პასუხისმგებელია მიმდინარე საქმიანობის ეფექტურ განხორციელებაზე.

 

აღმასრულებელი დირექტორის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობს ორგანიზაციის ფინანსური ჯგუფი და ასევე  პროგრამის/პროექტის   მენეჯერები და თანამშრომლები. 

 

ორგანოგრამა

organogrma_400